ნანეტაშვილი ბადრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბადრი ნანეტაშვილი-დან)
ბადრი ნანეტაშვილი – დაიბადა 1964 წლის 18 ივნისს ქარელში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი (1989). სამხედრო სამსახური (1983-85).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას.
- შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე (2003- 2004).
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2006): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი;
- შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე (2008-2010).