ბ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბანი (ასო)-დან)
ბ – ქართული ანბანის მეორე ასო. მისი სახელია „ბანი“; გრაფიკული სიმბოლო ბილაბიალური (წყვილბაგისმიერი) მჟღერი ხშული ფონემისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴁ. მისი მოხაზულობა სწორი ხაზებისა და პატარა წრის კომბინაციაა, რომელიც კვადრატულ არეს იკავებს. VII ს-იდან იგი თავგახსნილია. ნუსხური ⴁ ოდნავ მარჯვნივ არის გადახრილი და ოთხხაზოვანი სისტემის ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრული ბ-ს ქვედა ნაწილი წრეს კრავს და ზედა სამ ხაზს შორის იწერება:
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ორს (2), ახალ ქართულში ჩამოთვლისას (ანბანის რიგის მიხედვით) აღნიშნავს მეორეს. ციფრობრივი ნუმერაციის დროს გამოიყენება ერთი და იმავე ნომრით აღნიშნული რამდენიმე საგნის, პუნქტის… განსასხვავებლად: მეათე პუნქტის ბ მუხლი…