ხერხეულიძე ბარბარე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბარბარე ხერხეულიძე-დან)
დაუცხრომელი –(1874 – 1948), ბარბარე ვლადიმერის ასული ხერხეულიძე. ქართველი პოეტი, ცხოვრობდა სოფელ საციხურში (ახლა ქარელის მუნიციპალიტეტი), იყო რევოლუციური ბრძოლის მონაწილე. ლექსების წერა დაუწყია 1880 წლიდან; 1914 წელს გამოცემულ ლექსებში მას ცალკე აქვს გამოყოფილი 1885-1901 წლებში დაწერილი ლექსები, ცალკეა 1902-1914 წლებში დაწერილი. 1910 წელს გამოაქვეყნა ოთხმოქმედებიანი დრამა „ცხოვრების გუბე” და „პირველი სხივი”.
- პატარა სურათი
- ჩვენის ცხოვრებიდამ
- მარად ტყვეობა, მარად ბორკილი
- ხვედრია ტანჯულ კაცობრიობის;
- არავინ არის სრულ კმაყოფილი,
- დიდი, პატარა ტვირთ ქვეშა იბრძვის.
- სულით ობოლი, გონებით უნდო,
- გულით მშფოთარე, გამწარებული,
- უფრთხის ყოველ კაცს ადამიანი,
- ვითა ნადირი დაშინებული.
- ბედნიერება! თავისუფლება!
- ყველა ნატრულობს, ყველა იძახის,
- მაგრამ სად არის ხსნა და იმედი,
- ბევრი ვერა სცნობს და მიტომ ტირის.
- ზოგი კი ხედავს და უეჭვოდ სწამს,
- რომ ყველასა აქვს თვის დასასრული,
- და რომ მოისპოს უსამართლობა
- იბრძვის და იბრძვის თავგანწირული.