ეტიენი ბეზუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბეზუ ეტიენი-დან)
ბეზუ ეტიენი (1730 – 1783), ფრანგი მათემატიკოსი. ძირითადი შრომები ეძღვნება ალგებრას – შეისწავლა მაღალი ხარისხის ალგებრულ განტოლებათა სისტემების თვისებები და განტოლებათა ასეთ სისტემებში უცნობთა მიმდევრობითი გამორიცხვის ზოგადი მეთოდები. ცნობილია ბეზუს თეორემა მრავალწევრის წრფივ ორწევრზე გაყოფის შესახებ.