ჯონი ბელავიტისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბელავიტისი ჯონი-დან)
ბელავიტისი ჯონი (1803-1880) − იტალიელი მათემატიკოსი. ნაშრომში „ეკვიპოლენციის მეთოდი“ განიხილა ალგებრული მოქმედებები მონაკვეთებზე და ააგო ჰიპერკომპლექსური რიცხვების თეორია; ამუშავებდა მათემატიკური ანალიზის საკითხებს; ავტორია ნაშრომისა „ლექციები მხაზველობით გეომეტრიაში“; განიხილავდა მაღალი ხარისხის განტოლებების რიცხვით ამოხსნებს.