ალანია ბელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბელა ალანია-დან)
ალანია ბელა – (1967), ქართველი პოეტი, პროფესიით იურისტი და ეკონომისტი. არასამთავრობო ორგანიზაცია „დედაშვილობის“ თავმჯდომარე.
- საკუთარ დაბადების დღეს
- (3 თებერვალი)
- საკუთარ დაბადების დღეს
- მზე ჩადის, მივყვები ხეივანს,
- მტევნები მხრებამდე მწვდებიან,
- სხივები მწკრივებში, რიგებში,
- ტოტებში, ფოთლებში რჩებიან...
- მზე ჩადის, ჰორიზონტს ასკდება
- დაისი, ქვა-ქარვის ფერია;
- მივდივარ, მაწვალებს სიშორე,
- მზემდე გზა ძალიან გრძელია...
- მივდივარ, მომდევენ ფიქრები,
- ნაბიჯებს თუმც აღარ მითვლიან,
- კითხვები: მთავრდება ცხოვრება? _
- ნაბიჯით მისწრებენ, მერჩიან....
- – ჯერ არა, ხორბლისფერ მტევანთა
- მოსავლის აღების ჯერია.