ფრიდრიხ ბესელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბესელი ფრიდრიხ-დან)
ბესელი ფრიდრიხ (1784 – 1846) – გერმანელი მათემატიკოსი, ასტრონომი და გეოდეზისტი. მათემატიკაში ბესელის სახელით ცნობილია ე. წ. 1-ლი გვარის ცილინდრული ფუნქციები (ბესელის ფუნქციები) და დიფერენციალური განტოლება, რომელსაც ისინი აკმაყოფილებენ (ბესელის განტოლება): უტოლობა ფურიეს მწკრივის კოეფიციენტებისათვის (ბესელის უტოლობა), აგრეთვე ერთი საინტერპოლაციო ფორმულა (ბესელის საინტერპოლაციო ფორმულა).
კენიგსბერგის უნივერსიტეტში ააგო ობსერვატორია და 30 წელზე მეტს ხელმძღვანელობდა მას. საინტერესოა მის მიერ შემუშავებული ასტრონომიულ ხელსაწყოთა ცთომილობის თეორია, ვარსკვლავთა პარალაქსის კვლევა, მზის დაბნელებათა დაკვირვება, პლანეტების მასის განსაზღვრა.