ბეტონსარეველა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბეტონსარევი-დან)
ბეტონსარეველა, (ბეტონსარევი) – დანადგარი ბეტონის ნარევის მოსამზადებლად კომპონენტების (ცემენტი, წყალი, ქვიშა, ხრეში) შერევით მბრუნავ ან უძრავ დოლში (ვარცლში). ბეტონსარეველა კლასიფიცირდება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. ექსპლუატაციის პირობების მიხედვით ბეტონსარეველა არის გადასაადგილებელი, რომელიც უზრუნველყოფს მის უწყვეტ შერევას ტრანსპორტირებისას და სტაციონარული; მუშაობის რეჟიმის მიხედვით – ციკლური (პერიოდული) და უწყვეტი; შერევის მეთოდის მიხედვით – თავისუფალი (გრავიტაციული), იძულებითი და კომბინირებული.