ოდიშარია ბექა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბექა ოდიშარია-დან)
ბექა ოდიშარია – დაიბადა 1974 წლის 2 სექტემბერს ქ. თბილისში. — ჟურნალისტი, იურისტი, ეკონომისტი, პოლიტიკოსი. საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საპატიო კონსული
განათლება – დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1998); თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტ-ეკონომისტის სპეციალობით (2002).
სამუშაო გამოცდილება
- თბილისის ბიზნეს ცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი (1995-1998)
- სს „ნავთობის ეროვნული კომპანიის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი ნ/კ „საქნავთობი-სამგორი“, ნ/კ „კანარგო ჯორჯია“, ნ/კ ნინოწმინდის ნავთობის კომპანია“, ნ/კ „საქნავთობი ნორიო“ (2004)
- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის „იორის ველის ნავთობის და გაზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი (2005-2009)
- შპს „ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის“ გენერალური დირექტორი (2010-2016)
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, თბილისის №7 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჟორიტარი, №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020); დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (11-12-2020) განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი (17-12-2020)
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი იურისტები
- ქართველი ეკონომისტები
- ქართველი ჟურნალისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრები
- ოდიშარიები