ბითლზები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბითლზი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Beat.jpg

ბითლზები - ინგლისური ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი. შეიქმნა 1956 ლივერპულში, გამოდიოდა 1970-მდე. მასში შედიოდნენ პ. მაკარტნი, ჯ. ლენონი, ჯ. ჰარისონი (ელექტროგიტარები), რინგო სტარი (1962-იდან, ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ სტარკი; დასარტყმელები). პოპულარობა მოიპოვა სიმღერების „ბიგ-ბიტის“ (როკ-მუსიკის ადრინდელ ფორმები) სტილით შესრულებით. გამოუჩნდა მრავალი მიმბაძველი სხვადასხვა ქვეყანაში. 60-იანი წლების შუა ხანიდან ბითლზების კომპოზიტორულ-საშემსრულებლო სტილი უფრო თვითმყოფი და რთული გახდა, გააერთიანა თანამედროვე ტემბრულ-რიტმული და აკუსტიკური ხერხები ძველებური კელტური ფოლკლორისა და მე-17-18 ს. ინგლისური ბალადური სტილის მოტივებთან.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები