აფექტური აშლილობა ბიპოლარული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბიპოლარული აფექტური აშლილობა-დან)
აფექტური აშლილობა ბიპოლარული - (F31), (affective disorder, bipolar), აშლილობა ხასიათდება ორი ან მეტი ეპიზოდით, რომლის დროსაც პაციენტის გუნებ-განწყობა და პიროვნული აქტივობის დონე მნიშვნელოვნად არის მოშლილი. ზოგ შემთხვევაში ეს აშლილობა გამოვლინდება გუნებ-განწყობის აწევით, ენერგიის და აქტივობის გამოხატული მოჭარბებით, ხოლო სხვა შემთხვევაში – გუნებ-განწყობის, ენერგიის და აქტიურობის დაქვეითებით.