კარტოზია ბონდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბონდო კარტოზია-დან)
ბონდო კარტოზია – (1923-2000), ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1953), პროფესორი (1985), დაიბადა სოფელ ბანძაში (მარტვილის რაიონი). 1940 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 1951 წელს დაამთავრა ასპირანტურის კურსი ამავე სპეციალობით.
ბ. კარტოხიას მეცნიერული კვლევის სფეროა ქართული ფილოსოფიის ისტორია (XX საუკუნის პირველი მესამედი). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ამ მიმართულებით.
თხზულებები
- „კლასობრივი ბრძოლის ლენინური თეორია და თანამედროვეობა“ (თბილისი, 1961);
- „სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება და ქართული სოციოლოგიური აზრი“ (თბილისი, 1971);
- „ნარკვევები ქართული სოციოლოგიური აზრის ისტორიიდან (XX საუკუნის 10-30-იანი წლები)“ (თბილისი, 1986).