ვიანი ბორის
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბორის ვიანი-დან)
ბორის ვიანი – (ფრანგ. Boris Vian 1920-1959), ფრანგი მწერალი, მთარგმნელი, მუსიკოსი, დრამატურგი, პოეტი. წლების მანძილზე ქვეყნდებოდა ფსევდონიმებით (რეგისტრირებულია მისი 24 ოფიციალური ფსევდონიმი, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია ვერნონ სალივანი). გატაცებული იყო ჯაზით და 18 წელი უკრავდი ჯაზ-ორკესტრში წარმატებით იდგმებოდა სხვადასხვა თეატრებში მისი პიესა „იმპერიის მშენებელნი“. 1947 წელს რომანი „ტაბუ“ იქცა წლის საუკეთესო ბესტსელერად. ავტორია რომანებისა: „წითელი ბალახი“, „შემოდგომა პეკინში“, „ჭიანჭველები“, „ძაღლები, სურვილები და სიკვდილი“, „დღეთა ქაფი“ (და სხვ.). პიესები: „უკანასკნელი პროფესიათა შორის“, „გენერლების საუზმე“.