ჯაყელი ბოცო ბოცოს ძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი-დან)
ბოცო ბოცოს ძე ჯაყელი - ჩუხჩარეხი XIII ს. 20-იანი წწ. სამცხის ერისთავთ-ერისთავის და სპასალარის, ბოცოს ძე. ჩუხჩარეხის სახელოს მფლობელია გიორგის-ლაშას და რუსუდანის მეფობაში. მის მიერ ჩუხჩარეხობის ფლობას ადასტურებს ალის მონასტრის სვინაქსარში მის სახელზე დადებული ორი სააღაპე ჩანაწერი. გიორგი-ლაშას დროს იგი მესხთა მოწინავე ლაშქართან ერთად მონაწილეობდა ქალაქ განძის აღებაში. მან და მისმა ძმამ განსაკუთრებით თვალსაჩინო როლი შეასრულეს 1226/1227 წ. ხვარაზმელთა შემოსევისას თბილისის დაცვის საქმეში. მტრისაგან ქუთაისში გარიდებულმა რუსუდანმა ბოცო და მემნა ბოცოს ძეებს უბრძანა ჯალალადინის ლაშქრისაგან ქალაქის დაცვა.
წყაროები
- ჟამთააღმწერელი 1959: 153, 174-178;
- შარაშიძე 1982: 15-17; 58.
- პიპო - ეზოს ჩ. და, სავარაუდოდ, გორის მოურავი. 1365 წ. (ქისკ 2013: 48).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში