კომუტატიურობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გადანაცვლებადობა-დან)
კომუტატიურობა (გადანაცვლებადობა) – ბინარული (*) ოპერაციის თვისება, რომელიც განისაზღვრება ტოლობით: a * b = b * a. რიცხვების შეკრება და გამრავლება კომუტატიურია, გამოკლება და გაყოფა – არაკომუტატიური. არაკომუტატიურია მატრიცების გამრავლებაც.
ტერმინი წარმოდგება ლათინური სიტყვიდან commutare – გადაადგილება.