გავარის უღელტეხილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გავარი (უღელტეხილი)-დან)
გავარის უღელტეხილი – უღელტეხილი საქართველოში, ჯავახეთის ქედზე, ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ზღვის დონიდან 1712 მ სიმაღლეზე. საცალფეხო გზით აკავშირებს მადათაფის ტბისა და მდინარე მაშავრის აუზებს. აგებულია ბაზალტური და დოლერიტული ლავებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით.