მარიუსი გაიუს
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გაიუს მარიუსი-დან)
გაიუს მარიუსი (Marius) (დაახ. ძვ.წ. 157-86) - რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. კონსული ძვ.წ. 107, 104–101, 100, 86 წლებში.
დაამარცხა ნუმიდიის მეფე იუგურთა (105), ტევტონები (102) და კიმბრები (101). მარიუსის მიერ ჩატარებულმა გარდაქმნებმა არმიაში ჯარების პროფესიონალიზაციას შეუწყო ხელი.