ამეთისტური საშუალება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გამოსაფხიზლებელი საშუალება-დან)
ამეთისტური (გამოსაფხიზლებელი) საშუალება - (amethistyc agent) – ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლის ტოქსკური ზემოქმედების ლიკვიდაციის ან შემსუბუქების მიზნით. აღნიშნული ნივთიერებები, ერთი მხრივ, თრგუნავს ალკოჰოლის მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და, მეორე მხრივ, აჩქარებს ღვიძლში ალკოჰოლის მეტაბოლიზმს. თერაპიული მიზნებით გამოსაყენებელი ამ კლასის ეფექტური სამკურნალწამლო საშუალებები ამჟამად არ აღინიშნება.
ამეთისტური წარმოდგება სიტყვა „ამეთისტისაგან“ ეზოთერული სწავლების მიხედვით, ამ მინერალის ტარება იცავდა პიროვნებას ალკოჰოლიზმისაგან.