ჩარკვიანი გელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გელა ჩარკვიანი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარკვიანი გელა

ჩარკვიანი გელა – (Charkviani Gela), ქართველი დიპლომატი, 2006-2009 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში, 2009-2011 წლები საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში

დაიბადა 1 მარტი, 1939 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1957-1960 – სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე (არქიტექტურის განყოფილება);
1963 – დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი;
1970 – იყო მიჩიგანის უნივერსიტეტის სტაჟიორი.

სამუშაო გამოცდილება:
1976-1994 – საქართველოს ტელევიზიაში უძღვებოდა გადაცემას „გლობუსი“;
1984-1992 – საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი;
1992-2003 – საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მთავარი მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თანაშემწე; სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი;
2005-2006 – საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრესსპიკერი;
2009-2011 – საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში;
2017-2020 – გაეროს კეთილი ნების ელჩი მდგრადი განვითარების საკითხებში;
25 წლის განმავლობაში გელა ჩარკვიანი ასწავლიდა ინგლისურ ენას, შემდეგ კი სოციოლოგიას ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მინიჭებული აქვს საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
იგი არის 10-მდე წიგნის ავტორი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1999).

ჯილდოები:
ღირსების ორდენი,
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი,
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი,
თბილისის საპატიო მოქალაქე.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები