კვაჭანტირაძე გენადი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გენადი კვაჭანტირაძე-დან)
გენადი კვაჭანტირაძე – დაიბადა 1956 წლის 7 ივლისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1978).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): ედპ-ს პარტიული სიით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის „ედპ - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ თავმჯდომარის მოადგილე.
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.