გერმანია-თურქეთის ხელშეკრულება ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და მეგობრობის შესახებ 1941
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გერმანია-თურქეთის თავდაუსხმელობის პაქტი-დან)
გერმანია-თურქეთის ხელშეკრულება ტერიტორიული ხელშეუხებლობისა და მეგობრობის შესახებ 1941 - ხელი მოაწერეს 18 ივნისს ანკარაში. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, აგრეთვე ისეთი მოქმედებების დაუშვებლობას, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მიმართული იქნებოდა მეორე მხარის წინააღმდეგ. ითვალისინებდა აგრეთვე ეკონომიკურ თანამშრომლობას.