გვირგვინას ქედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გვირგვინა (ქედი)-დან)
გვირგვინას ქედი – ქედი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთური განშტოება, მდ. გუჯარეთისწყლისა და ნეძვისწყალ-ძამის აუზების წყალგამყოფი. იწყება მთა ჯამჯამადან და მთავრდება მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირას. უმაღლესი წერტილია მთა მურყნევი (2342 მ). კალთები შემოსილია წიფლნარი და მუქწიწვიანი, ზოგან ფიჭვნარი ტყეებით.