გეგეჭკორი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გივი გეგეჭკორი-დან)
გეგეჭკორი გივი – (1933 – 2002), ქართველი პოეტი და მთარგმნელი. დაიბადა თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1952 წელს ალმანახ „პირველ სხივში“, ლექსთა პირველი წიგნი „მზიანი დღე“ – 1963 წელს. გეგეჭკორს ეკუთვნის პოეტური კრებულები:„ახალი აბზაცი“ (1968), „ჩემი დღესასწაულები“ (1971), „ჩიტების გამოღვიძება“ (1973), „მეორე მდინარე“ (1974) და სხვა. ფრანგი პოეტების თხზულებათა თარგმანები (კრებული „ფრანგული პოეზია“, 1968; გიიომ აპოლინერის „ლექსები“, 1972; ფრანგული პოეზიის ანთოლოგია, 1990), წერილები ლიტერატურისა და ხელოვნების საკითხებზე.
- პოლ ვერლენი
- ჩემს სულს აწვიმს
- თარგმნა გივი გეგეჭკორმა
- რა უსიტყვო ნაღველს მალავს
- სული, ჩემი მეუფე,
- სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
- ანდა მის გარეუბნებს.
- აწვიმს მიწას და სახურავს
- და შრიალით ავივსე,
- სევდა სულში ჩასახული
- უკრავს წვიმის კლავიშზე.
- ცხოვრობს სულით ეს ობლობა
- ჩუმი წვიმის მეზობლად
- სულში ჩაჯდა ვით ობობა,
- სევდის უმიზეზობა.
- და მით უფრო არის მძაფრი
- უმიზეზო ნაღველი
- არსაიდან რომ არაფრით
- არის ნაკარნახევი.