იმერლიშვილი გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გივი იმერლიშვილი-დან)
გივი იმერლიშვილი – დაიბადა 1953 წლის 10 მარტს. — პედაგოგი, პოლიტიკოსი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1975-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ხაშურის საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).