ჭიჭინაძე გივი (პოეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გივი ჭიჭინაძე (პოეტი)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი ჭიჭინაძე

ჭიჭინაძე გივი – (1934 – 1999), ქართველი მსახიობი, პოეტი. დაიბადა თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1957 წელს მუშაობა დაიწყო სოხუმის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის თეატრში.

გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული. მას გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: „გამოღვიძება“ და „ნოემბრის ქარი“. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა სხვადასხვა თეატრის სცენაზე.


სად არიან წელიწადის დრონი
მზე მიწაზე ჩამოსახლდა,
ზაფხულია ბარში ახლა.
– სად გაიქცა გაზაფხული?
– გაზაფხული მთაში გახლავთ.
იქ ღრუბლებთან დასეირნობს,
ცაში დაჰქრის ფრთიან რაშით.
– შემოდგომა სადღა არის?
– იმალება ჭურ-მარანში.
– ზამთარი კი, პატარებო,
მოქცეულა ძალზე ფრთხილად:
ამდგარა და სიცხის შიშით
მაცივარში ჩაკეტილა

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები