არჯევანიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი არჯევანიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი არჟევანიძე

არჯევანიძე გიორგი პავლეს ძე - (24.I.1863 - 16.I. 1940) - ქართველი ოფიცერი, რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორი და ქართული არმიის გენერალი. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომისა და I მსოფლიო ომების მონაწილე. წმ. გიორგის ორდენის კავალერი.

დაიბადა თბილისის გუბერნიის ქალაქ სიღნაღში, აზნაურის ოჯახში. 1881 წელს დაამთავრა პეტროვსკ-პოლტავის კადეტთა კორპუსი და 1883 წელს ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი.

1883 წლიდან მსახურობდა გრენადერთა მე-16 მინგრელსკის პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ- იაპონიის 1904-1905 წლების ომში. მეთაურობდა ასეულ და ბატალიონს. მსახურობდა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელში უმცროს ოფიცრად. 1910 წლის 6 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

I მსოფლიო ომის მსვლელობისას იყო კავკასიის ფრონტის არზრუმის ოპერაციის მონაწილე და ერთ-ერთი გმირი. ხელმძღვანელობდა კუპ-დაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.

1915-1916 წლებში მეთაურობდა ბაქოს 153-ე ქვეით პოლკს.

1916-1917 წლებში იყო 39-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური.

1916 წლის 15 ივნისს ენიჭება გენერალ-მაიორის წოდება, ხოლო 1917 წლის 30 სექტემბერს დაინიშნა 123-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად.

1918 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. საწყის ეტაპზე ეკავა დასავლეთ საქართველოში გაშლილი I ქვეითი დივიზიის მეთაურის თანამდებობა. 1920 წლიდან იყო საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული და ქალაქ ფოთის სამხედრო გარნიზონის უფროსი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის წევრებისა და სხვა გენერლების მსგავსად, ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში. მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში.

1921 წელს იყ ო ქართული წითელი არმიის სარდლის განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებელი ოფიცერი, 1922 წლის მაისიდან – ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის უფროსი, ხოლო 1927 წლის სექტემბრიდან – ამიერკავკასიის ქვეითთა სკოლის პედაგოგი.

1928 წლის იანვრიდან გავიდა თადარიგში ასაკის გამო. ავტორია ნაშრომისა „სახელმძღვანელო სამხედრო საქმეში“ (1931 წ.).

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დაჯილდოვდა წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით (1916 წლის 9 ივლისს); წმინდა სტანისლავის I( მახვილებით–1917წ.) და II ხარისხის ორდენით (1906 წ.); წმინდა ანას II ხარისხის ორდენით (1909 წ.); წმინდა ვლადიმირის IV (1914 წ.), (მახვილებით და ბაფთით) და III ხარისხის (მახვილებით) ორდენებით.



იხილე აგრეთვე

გიორგი არჯევანიძე

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს გენერლები და ადმირალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები