ბეგაძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ბეგაძე-დან)
გიორგი ბეგაძე დაიბადა 1972 წლის 23 ნოემბერს თბილისში — პოლიტიკოსი. ეკონომისტი. პედაგოგი.
განათლება — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტი. საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტი, უფროსი სპეციალისტი (1995-2000)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და USAID-ის პროგრამის მთავარი ინსტრუქტორი (2000-2002)
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვადაგადაცილებული გადასახადების აკრეფის მეთოდების განყოფილების უფროსი (2002-2005)
- საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფინანსური მენეჯერი (2005 წლიდან)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური კონსულტანტი (2005-2006)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აპარატის უფროსი (2006-2012)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის დირექტორი (2011 წლიდან)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2014 წლიდან)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, №30 რუსთავის საარჩევნო ოლქი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.