კეკელიძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი კეკელიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი კეკელიძე

კეკელიძე გიორგი − (1983), მწერალი, პოეტი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი.

დაიბადა ოზურგეთში. 2009 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით. 2006 წელს დააფუძნა პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge; 2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული „ოდები”; 2009 წელს – ჟურნალი „ფოკუსის მესვეტე”; 2009-2010 წლებში იყო „რადიო − ქალაქის” ლიტერატურული გადაცემის „ლიტერატურული ქალაქი” თანაავტორი; 2012 წელს დაინიშნა საქართველოს პარლამენტისეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. 2013 წელს დააარსა ლიტერატურული პრემია საბავშვო წიგნებისთვის; თარგმნილი აქვს რამდენიმე ავსტრიელი პოეტის ლექსები.


აღმსარებლის ეპისტოლე
ცრუ ვარ მე.
მე მოგატყუე, დედაჩემო, როცა დავიბადე
და ყველა მართალ იმედს
ახლა ერთად გიცრუებ.
მე მოგატყუე, ჩემო ცოლო,
ძმებთან საუზმისას ზღაპრად მოგიტყუე
და შენც მოგატყუე, ლამაზო სამშობლოო,
ძმებთან სადილისას სიკვდილი გიმღერე.
მე თქვენ მოგატყუეთ, მზეო და მთვარეო,
ღრუბლის ღობეს ამოვეფარე,
ვარსკვლავების ხმიადს გაწვდიდით,
როცა გაძეხით და დაიძინეთ,
შემოვედი და თქვენს ეზოში დავთესე ღამე.
მე თქვენ მოგატყუეთ, მზეო და მთვარეო,
ისევე, როგორც სევდა გავიტყუე
და ლექსი მოვიტყუე –
ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.
და თქვენც გატყუებდით, სიყრმის ოცნებანო,
უსაშველოდ გატყუებდით,
მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით,
რომ ვახშმობისას,
როცა სიმართლე მომშივდება,
როცა შიმშილი გახდება გაუსაძლისი,
მე მართლა გავთლი პატარა ნავს,
მართლა შევაცურებ ქარიშხლიან ზღვაში,
ჩავწვები შიგ და თვალს მოვატყუებ..

იხილე აგრეთვე

გიორგი კეკელიძე

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები