მაღნარიძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი მაღნარიძე-დან)
მაღნარიძე გიორგი ისიდორეს ძე (?-?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია. 1920 წლის 19 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დამფუძნებელმა კრებამ სენატორის უფლებამოსილება შეუწყვიტა. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
ბექა ქანთარია
ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921). თბ., 2004.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი