გოგლო ყაზახაშვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გიორგი ყაზახაშვილი-დან)
გოგლო – (1870 – 1908), გიორგი ალექსის ძე ყაზახაშვილი. ქართული პრესის თანამშრომელი, პედაგოგი, პოეტი. ლექსებს ბეჭდავდა „ივერიაში”, „ცნობის ფურცელში” და სხვა. პეტერბურგში სწავლისას დაახლოებული იყო ივანე ჯავახიშვილთან, და სხვებთან; მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში.
- სურათი
- ფიქრსა შავები ჩაიცო,
- თავმანდილ ჩამაეხია,
- მოთქმით გმინავდა, ხან სჭეხდა,
- როგორც უღრანში მეხია.
- წინ ედგა ტირიფის სახლი,
- შიგ გულის ვარდი ჩნდებოდა,
- თავს დასჩხაოდა ყორანი,
- ლიბოში გველი ძვრებოდა.
- ცით მოწყვეტილი ვარსკვლავი,
- ობოლი ცრემლით სჩიოდა,
- მეც შევცქეროდი: ობოლი
- ცრემლი მეც ჩამომდიოდა.