ასათისძე გრიგოლ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ ასათისძე-დან)
გრიგოლ ასათისძე - ასათ გრიგოლისძის შვილი, ჰერეთის ერისთავი დაახლ. 1191 წ-დან XIII ს-ის პირველ მესამედამდე. იგი ჩანს საზეიმო შეხვედრის მონაწილედ შარვანშა ამირ მირმანის სტუმრობის დროს. მისი ერისთავობა ივარაუდება XIII ს-ის პირველი მესამედის ჩათვლით.
წყაროები და ლიტერატურა
ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი 1959: 67; ბახტაძე 2003: 191.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში