კალანდარიშვილი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გრიგოლ კალანდარიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ კალანდარიშვილი – (1904-1965), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1962) პროფესორი (1964), დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1931), ხოლო შემდეგ მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (1935). საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვლადივოსტოკის უნივერსიტეტსა და სხვადასხვა უმალლეს სასწავლებელში. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას: იკვლევდა ლოგიკის აქტუალურ პრობლემებს, კერძოდ, ლოგიკური კანონების, ლოგიკური შეცდომების, დიალექტიკური და ფორმალური ლოგიკის ურთიერთობის პრობლემებს, დიალექტიკური ლოგიკის მოძღვრებას აზროვნებაში ობიექტური წინააღმდეგობის ასახვის შესახებ და სხვა. მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში ლოგიკის განყოფილების გამგედ.

განსაკუთრებით საინტერესოა გრიგოლ კალანდარიშვილის გამოკვლევები ქართული ლოგიკის ისტორიის დარგში. ამ თემახე მან გამოაქვეყნა მონოგრაფია „Очерки по истории логики в Грузии“ (პირველი გამოცემა 1952 წელს. მეორე - 1955 წელს). ამ თხზულებაში პირველადაა შესწავლილი ლოგიკური აზროვნების ისტორია საქართველოში ძველი (IV საუკუნე) დროიდან XIX საუკუნის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადლება ეთმობა იოანე პეტრიწის, ანტონ პირველისა და სოლომონ დოდაშვილის ლოგიკური მოძღვრების შესწავლას. ამ წიგნმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ლოგიკის ისტორიის კვლევის დარგში.


თხზულებები

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები