კლდიაშვილი გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გურამ კლდიაშვილი-დან)
კლდიაშვილი გურამ − (1929 − 2018), პოეტი, დრამატურგი, ჟურნალისტი. დაიბადა სოფელ ზემო სიმონეთში. 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. შემდეგ მუშაობდა ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტში, სხვადასხვა თანამდებობებზე, 1965 წლის დეკემბერში დაინიშნა კასპის რაიონული გაზეთის რედაქტორად, რომლის ხელმძღვანელობით, 1966 წლის 1 იანვრიდან აღდგა წლების წინ გაუქმებული გაზეთი „განთიადი” (დღეს „ახალი განთიადი”). გურამ კლდიაშვილი ქართულ მწერლობაში 60-იანელთა თაობას შემოჰყვა, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი წიგნები „წუთისოფელი”, „თვალი მიჭირავს შენზედა”, „ნაცნობი სახეები” და სხვა, მან გამოსცა 17 პოეტური კრებული და მრავალი იუმორისტული და დრამატული ნაწარმოები; მისი პიესები იდგმებოდა მთელ რიგ თეატრებში.
- * * *
- იქნებ გაგასწრო, იქნებ გამასწრო,
- ამ წუთისოფლის უმოკლეს გზაზე,
- მაგრამ იცოდე, არსად, არასდროს,
- არ მყვარებია არავინ ასე....
- იქნებ გაგცვალო, იქნებ გამცვალო,
- არავინ იცის რა ხდება მაზეგ,
- დღეს რომ მიყვარხარ,
- შენ გენაცვალე,
- არ მყვარებიხარ არასდროს ასე!...