მაქაცარია გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გურამ მაქაცარია-დან)
გურამ მაქაცარია – დაიბადა 1949 წლის 8 მარტს ზუგდიდში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტი (1972); ასპირანტურა.
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, რუსთავის №49 საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის წევრი, მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).