სანადირაძე გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა გურამ სანადირაძე-დან)
გურამ სანადირაძე – დაიბადა 1946 წლის 26 სექტემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1970).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამედიცინო საქმიანობას.
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): არჩეული პროპორციული წესით, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი.
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (1998-2000).