ჰამარშელდი დაგ
დაგ იალმარ ჰამარშელდი – (შვედ. Dag Hjalmar Agne Carl Hammarskjöld; დ. 29 ივნისი, 1905 − გ. 18 სექტემბერი, 1961), შვედი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი.
1936-45 – ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე;
1941-48 – ეროვნული ბანკის მმართველობის თავმჯდომარე;
1946-48 – საგანგებო დავალებათა ელჩი და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე;
1951-53 – სახელმწიფო მინისტრი.
1949, 1951-53 ხელმძღვანელობდა შვედეთის დელეგაციას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიებზე;
1948-53 – შვედეთის წარმომადგენელი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოში.
1948-49 - ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე;
1953-61 – გაეროს გენერალური მდივანი.
დაიღუპა საავიაციო კატასტროფაში.