გვაძაბია დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით გვაძაბია-დან)
დავით გვაძაბია – დაიბადა 1945 წლის 24 თებერვალს გულრიფშში.
განათლება – საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ და სამეურნეო ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1972-91);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1991 წლიდან, გულრიფშის რაიონის №50 საარჩევნო ოლქი;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 1995 წლიდან;
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით. გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.