კაპანაძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით კაპანაძე-დან)
დავით კაპანაძე – დაიბადა 1967 წლის 16 დეკემბერს ლაგოდეხში.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (1991). სამხედრო სამსახური (1986-88).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ადმინისტრაციულ საქმიანობას.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1998-99): მაჟორიტარი, №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი;
- მე-5 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი; აგრარულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრი.