კოტარია დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით კოტარია-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კოტარია

დავით კოტარია – (David Kotaria), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში.

დაიბადა 2 ივლისი, 1958 წელი, ქ. ფოთი, საქართველო.

განათლება:
1982 – დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი. მიიღო ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

სამუშაო გამოცდილება:
1982-1993 – მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მშენებლობისა და არქიტექტურის მიმართულებით.
1993-1997 – კომპანია „ლეკო“, დამფუძნებელი.
1997-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური სამდივნოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1998-2002 – საქართველოს საელჩო უკრაინაში, მოლდოვის რესპუბლიკასა და რუმინეთში, უფროსი მრჩეველი (რეზიდენციით კიევში);
2002-2004 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსი;
2004-2007 – საქართველოს საელჩო უკრაინაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2007-2012 – საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2018-დან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ფლობს: რუსულ და ინგლისურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები