ჭავჭანიძე დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დავით ჭავჭანიძე-დან)
დავით ჭავჭანიძე – დაიბადა 1973 წლის 10 სექტემბერს ხონში.
განათლება – თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის წარმოების ეკონომიკისა და მართვის ფაკულტეტი (1995).
სამუშაო გამოცდილება
- დასავლეთ საქართველოს დასაქმების რეგიონული სახელმწიფო ფონდი, უფროსი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი (1996-1998)
- საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი, განყოფილების უფროსი (1998-2002)
- დასაქმების სახელმწიფო სამსახური, განყოფილების უფროსი (2002)
- ხონის რაიონის გამგებლის მოადგილე (2002-2003)
- ხონის რაიონის გამგებლის პირველი მოადგილე (2004-2006)
- ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი (2006-2008)
პარლამენტის წევრი
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №55 ხონის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №55 ხონის საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.