საქართველოს დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დამფუძნებელი კრების საბიუჯეტო-საფინანსო კომისია — 1919 წლის რეგლამენტის მიხედვით წარმოადგენდა იმ 5 მუდმივმოქმედ კომისიას, რომლის ფუნქციონირება სავალდებულო იყო წარმომადგენლობით ორგანოში.

1919 წლის 18 მარტს, დამფუძნებელი კრების მე-3 სხდომაზე, დეპუტატებმა დააკომპლექტეს პრეზიდიუმი და მუდმივმოქმედი კომისიები, მათ შორის, საბიუჯეტო-საფინანსო კომისია, რომლის შემადგენლობა განისაზღვრა 13 წევრით:

  1. დიომიდე თოფურიძე (სოციალ-დემოკრატი);
  2. ნიკოლოზ ელიავა (სოციალ-დემოკრატი);
  3. ნოე ცინცაძე (სოციალ-დემოკრატი);
  4. დავთ ონიაშვილი(სოციალ-დემოკრატი);
  5. ანდრია ჭიაბრიშვილი (სოციალ-დემოკრატი);
  6. ელიგულაშვილი (სოციალ-დემოკრატი);
  7. კ. ფანიევი (სოციალ-დემოკრატი);
  8. გრიგოლ ურატაძე (სოციალ-დემოკრატი);
  9. ივანე ჭავჭანიძე (სოციალ-დემოკრატი);
  10. ალექსანდრე ასათიანი (ეროვნულ-დემოკრატი);
  11. გერონტი ქიქოძე (ეროვნულ-დემოკრატი);
  12. ს. მდივანი (სოციალისტ-ფედერალისტი);
  13. გრიგოლ ნათაძე (სოციალისტ-რევოლუციონერი).

კომისიის შემადგენლობა მოგვიანებით რამდენჯერმე შეიცვალა.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის ფუნქციაში შედიოდა სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა, სხვადასხვა უწყებათა საფინანსო ხარჯთაღრიცხვის, ასევე, ხაზინის მიერ გასაწევი ხარჯების შესახებ დასკვნების მომზადება დამფუძნებელი კრებისათვის. რეგლამენტის მეორე ნაწილი მთლიანად ეთმობოდა სახელმწიფოს „შემოსავალ-გასავალის განხილვის წესს“. ეს პროცედურა საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის პრეროგატივას წარმოადგენდა.

„§54. ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტის განხილვას დამფუძნებელი კრება მას შემდეგ იწყებს, როცა წარმოდგენილ იქნება საბიუჯეტო კომისიის ყველა მოხსენება: 1. მთელი შემოსავალ-გასავალისა და 2. შემოსავლისა და ცალკე ხარჯების პროექტისა (ე.ი. სახელმწიფო გასავალის რამდენიმე ნომერის კრებულისა). §55. საბიუჯეტო კომისიის მოხსენებათა გარჩევას დამფუძნებელი კრება შეუდგება არა უადრეს ერთის კვირისა დამფუძნებელი კრების წევრთათვის იმ მოხსენებათა დარიგების დღიდან“.

საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის კომპეტენციაში შედიოდა ასევე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისათვის სხვა ეკონომიკური საკითხების მომზადება.

ჯაბა სამუშია

ლიტერატურა

გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №63.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები