ბაშელეიშვილი დემურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დემურ ბაშელეიშვილი-დან)
დემურ ბაშელეიშვილი – დაიბადა 1943 წლის 6 იანვარს სამტრედიაში. — სახვითი ხელოვნების პროფესორი, საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა ჟურნალისტურ და პედაგოგიურ საქმიანობას (1973-2012).
- ევროპის მეცნიერების ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის თავმჯდომარე (2008-2011)
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდო
ღირსების ორდენი (2000)