დიდი ხანჩალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიდი ხავეთი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიდი ხანჩალი, (დიდი ხავეთი) – სოფელი საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდის სადაბო საკრებულოში, ჯავახეთის ზეგანზე, ხანჩალის ტბის აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 1935-1980 მ სიმაღლეზე, ქ. ნინოწმინდიდან 3 კმ მანძილზე.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 1605. მათი უმრავლესობა (99 %) სომეხია (2002). დგას 1990-იან წლებში აგებული ეკლესია – „სურბი”, დაშენებული ძველი ქართული ქვაჯვრის ბაზისზე. სოფლის სიახლოვეს ეკლესიის ნანგრევებია. XIX საუკუნის დასაწყისში აქ სომხები დასახლდნენ. სოფლის ქართული სახელია „დიდი ხავეთი”.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები