სააკაძე დიმიტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიმიტრი სააკაძე-დან)
სააკაძე დიმიტრი − (XVII-XVIII სს), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ბობნევში (ატენის ხეობა). 1734 წელს მოსკოვში ჩავიდა, ვახტანგ VI-ის ამალას შეუერთდა და პრესნიაზე დასახლდა. 1741 წლიდან სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა.
დიმიტრი სააკაძის ლექსები, რომლებიც ბარათების სახით არის დაწერილი, არის ემიგრანტული პოეზიის ტიპური ნიმუში და მათში ასახულია რუსეთში გადახვეწილ ქართველთა საქმიანობა, ფიქრი და განცდა, მათი ყოველდღიური ცხოვრების ჭირ-ვარამი. პოეტი უჩივის „სამკვიდროსაგან აღმოფხვრას”, „სამყოფთაგან გამოძევებას” და ნატრობს სამშობლოში დაბრუნებას. იგი დაახლოებით მე-17 ს 80-იან წლებში გარდაიცვალა ე.წ. სესენწკაში (ვსესვიატსკოში).
- დიმიტრი გიორგის ძე
- ბაგრატიონისადმი (ფრაგმენტი)
- პრესნას გახლავარ, უთქვენოდ
- პირი ვერ ვნახე მზისანი,
- ვიკითხავ თქვენსა ლალასა,
- ცნობა არა მაქვს სხვისანი.
- მე ხომ აღარვინ მიკითხვენ,
- მონები თქვენის სრისანი,
- ვიცი, უთუოდ დაგვიწყდი,
- ამას არ უნდა მისანი.
- ბედმან მიყო ყველაკაი,
- მოგახსენო ახლა მე რა,
- ვეღარ გნახე ლხინად მჯდომი,
- ეტლი ასე დამემტერა,
- ვერც ვიხილე ქარტა თქვენი,
- რომ გონება დამეჯერა,
- დავით გახლავსთ, ეგ შეგაქცევსთ,
- მესმის, იცის ჩანგთა მღერა.