ჯანაშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დიმიტრი ჯანაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ჯანაშვილი

ჯანაშვილი დიმიტრი – (ფსევდონიმი: „ინგილო ჯანაშვილი“), (1840-1905), ისტორიკოსი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, მოსკოვის სასულიერო აკადემიაში. მასწავლებლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – საინგილოში (სადაც დააარსა დაწყებითი სკოლები), ქუთაისში, თბილისში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი ისტორიული და ეთნოგრაფიული წერილები, კრიტიკული სტატიები, მეცნიერული გამოკვლევები, საბავშვო თხზულებები იბეჭდებოდა იმდროინდელი ქართული და რუსული პრესის ფურცლებზე, უმეტესად ეხებოდა საქართველოს ისტორიის საკითხებს, განსაკუთრებით – საინგილოს ისტორიას და მის მდგომარეობას (აღსანიშნავია: „ქართველი ხალხის მწერლები და განათლება მე-6 საუკუნეში“, „წარსული და მომავალი ცხოვრება ინგილოებისა“). ავტორია სახელმძღვანელო წიგნებისა („ძველი აღთქმის საღმრთო ისტორია“, „ქართული გრამატიკა“). ცალკე წიგნებად გამოიცა მისი „შაჰ-აბაზის შემოსევა საქართველოში და საინგილო“ (1907) და „ისტორიული სურათები“ (1914).


ლიტერატურა

  • დ. შუღლიაშვილი, დიმიტრი ჯანაშვილი, წიგნში: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები, კრებული 3, 1968.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები