ანესთეზია დისოციაციური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დისოციაციური ანესთეზია-დან)
ანესთეზია დისოციაციური - (F44.6), (anaesthesia, dissociative), მგრძნობელობის დარღვევა, რომელიც რაიმე კონკრეტული ორგანული პათოლოგიით არ არის გამოწვეული. ხასიათდება კანის შემოფარგლულ უბნებზე მგრძნობელობის დაკარგვით. ამასთან, ანესთეზირებული უბნები ისეა შემოსაზღვრული, რომ უფრო შეესაბამება ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე პაციენტის წარმოდგენებს, ვიდრე სამედიცინო მონაცემებს. მგრძნობელობის დაკარგვა შეიძლება განსხვავდებოდეს მოდალობებით, რაც არ შეიძლება ნევროლოგიური დარღვევით აიხსნას. მგრძნობელობის დაკარგვას შეიძლება თან სდევდეს ჩივილები პარესთეზიაზე.