დოდო აბაშიძე (კესარია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დოდო აბაშიძე

დოდო აბაშიძე (1937) ქართველი პოეტი. ნამდვილი სახელი — კესარია. გამოქვეყნებული აქვს ლექსები შემდეგ გამოცემებში: „ოლე“, „განთიადი”.


* * *
ვინღა მომეფეროს დედასავით?
ფიქრი აფთარივით მომიხტება,
გულზე დამეტაკა ელდასავით
შენი საოცარი მონატრება.
ვდგავარ შენს საფლავთან თავის მოხრით,
სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამის გარდა,
წარსულს გადავხედე ამოოხვრით,
გული საგულედან ამოვარდა.
გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,
სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,
შენ კი მყვარებიხარ მოკრძალებით,
ქვაო, დედის გულზე დადებულო.
ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,
ჩემი დედამიწის მთელი სფერო,
იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,
იქნებ დედასავით მომეფერო.
იქნებ შეიწოვო დედის სისხლი,
იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა
გათბობს, ვიცი, მხოლოდ ამით მიხსნი,
ქვაო... ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.
ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,
შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,
ქვაო, დედასავით მომეფერე,
დედის მაგივრობა გამიწიე.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები