დოლაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დოლაჲ-დან)
დოლაჲ (ბალყ.-ყარაჩ. Долай) – მსხვილფეხა რქოსანი საქონლისა და კარაქის დღვების მფარველი სული ბალყარულ-ყარაჩულ მითოლოგიაში. კარაქის დღვების პროცესში მის სახელს ხშირად ახსენებდნენ:
დოლაჲს სწირავდნენ კარაქს, რომელსაც ტიკის ყელიდან დიდი თითით იღებდნენ და ძროხებს შემდეგი სიტყვებით უგდებდნენ: „აი, დოლაჲ, აიღე შენი წილი“ (Маб ал Долай юлюшюнгю).
ლიტერატურა
Каракетов М. Д. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.