მუსიკალური დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა დრამა (მუსიკა)-დან)
მუსიკალური დრამა
1. ოპერის ერთ-ერთი ადრინდელი სახელწოდება იტალიაში XVI-XVIII სს-ში, XIX ს-ში გერმანიაში მუსიკალური დრამა ახალ მხატვრულ-დრამატურგიულ საფუძველზე აღადგინა ვაგნერმა. მისი ოპერები – მუსიკალური დრამები – ტეტრალოგია „ნიბელუნგის ბეჭედი“, „ტრისტან და იზოლდა“, „პარსიფალი“ და სხვ. აგებული იყო უწყვეტი განვითარების პრინციპზე, ცალკეული დასრულებული ნომრების გარეშე, უარყოფილი იყო ანსამბლები, გუნდი, ბალეტი და სხვ.
2. ოპერის ჟანრული სახესხვაობა, მაგ., მუსორგსკის ოპერა „ხოვანშჩინა“ – სახალხო მუსიკალური დრამა.
3. დრამატული ნაწარმოები, რომელშიც, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მუსიკას. იგი განსაზღვრავს მის დრამატურგიულ სტრუქტურას. მისი ნიმუშები გვხვდება უძველეს და შუა სს. თეატრებში (ჩინეთი, ინდოეთი, ევროპის კათოლიკური ქვეყნები).