პოხვალინსკი ედუარდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ედუარდ პოხვალინსკი-დან)
ედუარდ პოხვალინსკი – დაიბადა 1929 წლის 27 ივნისს ქ. უსურიისკში (რუსეთის ფედერაცია).
განათლება
თბილისის ფეხოსანთა (სამხედრო) სასწავლებელი.
სამუშაო გამოცდილება
- მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობებზე.
- მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (1995-99): სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირის სიით, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.